სამი ქართველი მოჭიდავე 23-წლამდელთა ევროპირველობის ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
სამი ქართველი მოჭიდავე 23-წლამდელთა ევროპირველობის ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საღამოს პროგრამა ასპროცენტიანი შედეგით ჩაამთავრეს – გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ევსემ შველიძემ (79 კგ) ნახევარფინალში იმარჯვეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ხვალ ფინალურ ბლოკში იასპარეზებენ.

გეგელაშვილი ფინალში გერმანელ ჰორსტ ლერს დაუპირისპირდება, ელბაქიძე სომეხ ნარეკ ჰარუთინიანთან იჭიდავებს, ხოლო შველიძე ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს შეხვდება.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რივერი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. რეპეშაჟის ფინალში მისი მეტოქე უნგრელი რიჩარდ ვეგი იქნება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები ხვალ, 12 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.