სამი ქართველი კვიპროსის წლის სიმბოლური ნაკრების კანდიდატია #1TVSPORT
სამი ქართველი კვიპროსის წლის სიმბოლური ნაკრების კანდიდატია #1TVSPORT

სამი ქართველი მოხვდა კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ 44 მოთამაშის ჩამონათვალში, რომლებიც წლის სიმბოლური ნაკრების ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. 

ფინალისტების ნახევარი წლის ორი სიმბოლური ნაკრების მოთამაშე გახდება, რადგან კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაცია საუკეთესო თერთმეტეულის გარდა, 2020/21 სეზონის სათადარიგო სიმბოლურ ნაკრებსაც შეადგენს.

ეს არის ავტორიტეტული გამოკითხვა, რადგან კვიპროსის სუპერლიგის 14 გუნდის მოთამაშეებმა თავად მისცეს ხმა და საუკეთესო თავიანთ კონკურენტებს შორის აირჩიეს – მათ საკუთარი გუნდელების მხარდაჭერა არ შეეძლოთ.

მეტოქეებმა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ხუთი მოთამაშე გამოარჩიეს, მათ შორის კი სამი ქართველია – გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია, ასევე ანდერსონ კორეა და კოსტაკის არტიმატასი.

თერთმეტ საუკეთესო მოთამაშეს დააჯილდოებენ 2021 წლის 13 მაისს და ტრანსლაცია ტელეკომპანია Cablenet-ის პირდაპირ ეთერში იქნება. დაჯილოდოების სპონსორი კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია და სოლიდური კომპანიები არიან.