სამი ქართველი გოგონა გერმანიაში – სამეული „შალკეში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

21:01, 03.09.2025

სამი ქართველი ქალი ფეხბურთელი „შალკეში“ ითამაშებს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვებგვერდ „ქალთა ფეხბურთის“ დამფუძნებელი ნიკა მითაიშვილი ავრცელებს.

„ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელები – ნინი ბუხრიკიძე, ელენე ჩიქოვანი და ანასტასია ბუჩუკური მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „შალკე 04“-ში გააგრძელებენ.

19 წლის თავდამსხმელი ნინი ბუხრიკიძე 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო. ის ამჟამად ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია – ეროვნულ გუნდში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 7 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ელენე ჩიქოვანი 18 წლისაა და საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრების წევრია (17 მატჩი). ყველაზე ახალგაზრდა კი ანასტასია ბუჩუკურია – 16 წლის თავდამსხმელი, რომელმაც უკვე მოასწრო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაში.

მსგავსი