სამი ქართველი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
სამი ქართველი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ლუკა ოჩიგავა (67 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) ნახევარფინალში გავიდნენ. იაგო გობაძემ (82 კგ) და ლაშა ტვილდიანმა (97 კგ) კი ძირითად ბადეში გამოსვლა დაასრულეს და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება. ფრიდონ აბულაძე ბულგარეთის ნაკრების წევრ ედმონდ არმენ ნაზარიანს დაეჭიდება, ლუკა ოჩიგავა – აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს, ხოლო გიორგი ჩხიკვაძე – ხორვატ ლუკა მალობაბიჩს.

დღეს 20:00 საათზე ევროპის პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრები გიორგი თოხაძე (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ) და გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

დატოვე კომენტარი