სამი ქართველი ძიუდოისტი ავსტრიის გრან პრის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე სამი ქართველი – ლუკა ჯავახიშვილი, ტატო გრიგალაშვილი (ორივე 90 კგ) და მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ნახევარფინალში იასპარეზებენ.
ფინალში გადასასვლელად ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ მასედო იქნება. 20 წლის ჯავახიშვილი ფრანგ ან იაპონელ ძიუდოისტს შეხვდება, ხოლო დემეტრაშვილი თურქ იბრაგიმ ტატაროგლუს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.