სამი ქართველი „ალანების“ საერთაშორისო ტურნირის ფინალში
სამი ქართველი „ალანების“ საერთაშორისო ტურნირის ფინალში

ვლადიკავკაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ფინალური წყვილები ცნობილია.

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრები ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთო კენჭაძე (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში გავიდნენ და ხვალ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ფინალური წყვილები –

61 კგ. – ბექა ლომთაძე (საქართველო) – რამაზან ფერზალიევი (რუსეთი)
74 კგ. – ავთო კენჭაძე (საქართველო) – ტიმურ ბიჟოევი (რუსეთი)
125 კგ. – გენო პეტრიაშვილი(საქართველო) – ჯაბერ ტაგი სადესადე (ირანი) ფინალური შეხვედრები ხვალ 9 დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება.