სამი ქართული გოლი ყაზახეთში - „აკჟაიკმა“ „კიზილჯარასთან“ ფრე ითამაშა #1TVSPORT
სამი ქართული გოლი ყაზახეთში - „აკჟაიკმა“ „კიზილჯარასთან“ ფრე ითამაშა #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერლიგაში ურალსკისაკჟაიკისა“ და პეტროპავლოვსკისკიზილჯარას“ შეხვედრა ქართველების დაპირისპირებად გადაიქცა და 2:2 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში იყვნენ თომა ტაბატაძე და და ლუკა იმნაძე, რომლებმაც პირველ ტაიმში თავიანთი გუნდი 2:0 დააწინაურეს. მე-11 წუთზე ანგარიში ტაბატაძემ გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე იმნაძემ „აკჟაიკის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

სტუმრებმა თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხეს – 33-ე წუთზე ანგარიში გუჯა ლობჯანიძემ შეამცირა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. „კიზილჯარამ“ 88-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გადაინაწილეს 2:2.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „კიზილჯარა“ 27 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „აკჟაიკი“ 24 ქულით მე-14 პოზიციაზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია.