სამი ქართული გოლი კონფერენს ლიგაზე - აპოელ-მა ქვილითაიასა და დვალის გოლებით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის აპოელ-მა ქართველი ლეგიონერების, ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანს გაუჩნდა.

ნიქოზიაში გამართულ შეხვედრაში აპოელ-მა სერბული „ვოივოდინა“ დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. 32-ე წუთზე ანგარიში ქვილითაიამ გახსნა. სტუმრებმა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 65-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ლაშა დვალმა აპოელ-ს „მაკრატელა“ დარტყმით გამარჯვება მოუტანა 2:1.

აზერბაიჯანულ „საბაჰში“ თავი გამოიჩინა დავით ვოლკოვმა, რომლის გუნდმა ლატვიაში „რიგასი“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა მასპინძელთა კარში 56-ე წუთზე გატანილი მეორე გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლევან კუტალია მე-60 წუთზე გამოჩნდა სომხური „ალაშკერტის“ შემადგენლობაში, რომელიც საკუთარ მოედანზე უნგრულ „დებრეცენთან“ დამარცხდა. ნიკა კვეკვესკირი ტრავმის გამო ვერ დაეხმარა პოზნანისლეხს“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ლიეტუვისკაუნო ჟალგირისი“ 3:1 დაამარცხა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა შვეიცარიაში, სადაც გაბრიელ სიგუას ახალი კლუბი „ბაზელი“ ყაზახურ „ტობოლს“ უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 1:3 წააგო.  ყოფილი დინამოელი ევროთასებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ „ბაზელი“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, რაც ამ მატჩის შემდეგ რთული წარმოსადგენია.