სამი პენალტი და ერთი ავტოგოლი - ბარსელონა 2:2 ატლეტიკო
სამი პენალტი და ერთი ავტოგოლი - ბარსელონა 2:2 ატლეტიკო

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში ცენტრალური მატჩი გაიართა, რომელშიც „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა, რაც კატალონელებისთვის ბოლო ოთხ ტურში მესამე ფრე იყო.

ანგარიში მე-11 წუთზე „ატლეტიკოს“ ფორვარდის დიეგო კოშტას ავტოგოლით დაიხსნა. რვა წუთის შემდეგ, მთავარმა არბიტრმა ალეხანდრო ერნანდესმა პენალტი დანიშნა „ბარსელონას“ კარში, რომელიც საულ ნიგესმა გამოიყენა.

მეორე ტაიმში 50-ე წუთზე ლიონელ მესიმ გაიტანა პენალტი და ეს იყო მისი მე-700 გოლი კარიერაში. 62-ე წუთზე საულ ნიგესმა დუბლი გაიფორმა, როცა მეორე პენალტის გამოყენება შეძლო.

„ბარსელონამ“ 70 ქულა დააგროვა და ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა ლიდერ „რეალთან“, თუმცა, მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.