სამი ოქროს შანსი სანქტ-პეტერბურგის მასტერსიდან
სამი ოქროს შანსი სანქტ-პეტერბურგის მასტერსიდან

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერებურგში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე, დღეს ქართველ ძიოუდოისტებს სამი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

ტურნირის მეორე საჭიდაო დღეს, ოთხი წონითი კატეგორიიდან სამ ფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი იქნება.

90-კილოგრამში ბექა ღვინიაშვილი სამხრეთ-კორეელ დონგვან გვაკს დაუპირისპირდება. 100 კილოგრამში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადამწყვეტ შეხვედრას ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან გამართავს, ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მოპოვებას ბრაზილიელი დავიდ მოურას წინააღმდეგ შეეცდება.

დღესვე, 81 კილოგრამში ზებედა რეხვიაშვილმა იასპარეზა, რომელიც პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში ორი მედალია. ვერცხლის მედალს ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიგო.