სამი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან | ძიუდო
სამი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან | ძიუდო

მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა და ხუთ მათგანს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

90 კგ – ლაშა ბექაური, 100 კგ. – ილია სულამანიძე და +100 კგ. – გელა ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ, ხოლო მიხეილ ბექაური (90) და საბა ინანეიშვილი (+100) ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდებიან.

ჩვენი ნაკრების ორი ქალი ძოუდოისტი სოფიო სომხიშვილი (+78) და სალომე მაკიშვილი (+78) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

დატოვე კომენტარი