სამი ოქრო სამბოს ევროპის ჩემპიონატიდან

23:19, 19.05.2019

სამბოში ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ქალაქ ხიხონში გაიმართა. საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონები – თორნიკე ჭოველიძე (62 კგ.) მინდია ლილუაშვილი (68 კგ.) და ელენე ქებაძე (80+ კგ.) გახდნენ. სამივე სამბისტმა ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.

მეორე საპრიზო ადგილებზე – ნინო ოძელაშვილი (80 კგ.) და ბექა ბერძენიშვილი (100+ კგ.), ხოლო მესამეზე ლევან ბერბერაშვილი (52 კგ.) და ირაკლი კუპატაძე (57 კგ.) გავიდნენ.

მსგავსი