სამი მოგება ჰარუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა კოტოკუზანი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე მარტის სუპერტურნირის მე-5 საშეჯიბრო დღეს, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-16 მაეგაშირა კოტოკუზანს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

მეტოქეებმა შეჯახების შემდეგ ერთმანეთში ცუპარები გაცვალეს, ბოლოს ორივე მათგანი მავაშის აღებას ცდილობდა, მაგრამ ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა და ოშიდაშით მოიგო.

გორგაძეს 5 დღის შემდეგ 3 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა. ხვალ ქართველი სუმოისტი მე-12 მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდება.