სამი მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე
სამი მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს ევროპირველობაზე სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს, ოლიმპიურ ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი რომელიც პირველად ასპარეზობს ახალ 65 კგ. კატეგორიაში დამამშვიდებელ წრეში მოლდაველ ანდრე პერპელიტას შეხვდება გამარჯვების შემთხვევაში კი პოლონელ ბიენკოვსკსის დაეჭიდება.

დამამშვიდებელ წრეშია და მედლისათვის ბრძოლას აგრძელებს ელიზბარ ოდიკაზეც (97 კგ). იგი იტალიელ კონიედო რუანთან გამარჯვების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისათვის, უკრაინის სახელით მაოსპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.

ფინალური ბლოკი ხვალ 19:00 საათიდან დაიწყება.

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია