მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი რამდენიმე კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა.
როგორც ჟურნალისტი ექრემ ქონური სოციალურ ქსელში წერს, ერთბაშად სამი კლუბია დაინტერესებული 34 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით.
წყაროს ცნობით, ფრანგ თავდამსხმელთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არიან საუდის არაბეთის „ალ-აჰლი“, საამიროების „ალ-ვაჰდა“ და MLS-ის „შარლოტი“.
გრიზმანის მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.