სამი გრანდი „გლადბახის“ საყრდენით ინტერესდება
სამი გრანდი „გლადბახის“ საყრდენით ინტერესდება

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ საყრდენი ნახევარმცველი დენის ზაკარია რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.

კერძოდ, 23 წლის ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას გამოხატავენ – „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ბაიერნი“, – წერს გაზეთი „სანი“.

„იუნაიტედი” შვეიცარიელ ფეხბურთელს განიხილავს ნემანია მატიჩის პოტენციურ შემცვლელად, „ჩელსის“ კი მიაჩნია, რომ ზაკარია შეიძლება გახდეს „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველის დეკლან რაისის ალტერნატივა.

ზაკარია „გლადბახი“ 2017 წელს, 12 მილიონ ევროდ „იანგ ბოიზიდან“ გადავიდა. ამ სეზონში მას ჯერ არ უთამაშია ტრავმის გამო, რომელიც მარტში მიიღო. ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.