სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი იუბილარია - 50
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი იუბილარია - 50

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი იუბილარია – 50.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი კახი კახიაშვილი 1969 წლის 13 ივლისს დაიბადა.

კახი კახიაშვილი არის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი. ევროპის სუპერთასის მფლობელი და მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ორგზის მეორე პრიზიორი. მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი ატაცში, აკვრასა და ორჭიდში; საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და დსთ-ის ჩემპიონი. 1992 და 1993 წლებში კახი კახიაშვილი საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

კახი კახიაშვილი არის საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენოსანი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

კახი კახიაშვილი დიდების დარბაზის წევრი (IWF), ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანების მსურველთა კომიტეტის წევრი და “LAUREL” სახელობის ევროპული ოლიმპიური ჯილდოს მფლობელია. ბარსელონას, ატლანტისა და სიდნეის საპატიო მოქალაქე კახი კახიაშვილი ნატოს საჰაერო ჯარების პოლკოვნიკია.

კახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია.