„სამგურალს“ რვა მოთამაშე დააკლდა - „დილამ“ ჩემპიონატი მოგებით განაახლა #1TVSPORT
„სამგურალს“ რვა მოთამაშე დააკლდა - „დილამ“ ჩემპიონატი მოგებით განაახლა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგის გათამაშება განახლდა – ერთთვიანი პაუზის შემდეგ 22-ე ტური წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – „სამგურალმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

წყალტუბოელთა პრესსამსახურის ცნობით, „სამგურალს“ გორის „დილასთან“ სხვადასხვა მიზეზის გამო 8 ფეხბურთელი გამოაკლდა – მაქსიმე ქვილითაია, სერგო კუხიანიძე, ლევან ქურდაძე, დემურ ჩიხლაძე, ნიკა კალანდარიშვილი, ალექსანდრე ვერულიძე, გიორგი თევაძე და თედო კიკაბიძე, მაგრამ მიზეზი არ იყო დასახელებული.

ანგარიში მე-15 წუთზე გორელთა ლეგიონერმა, უსმანე კამარამ გახსნა, რომელიც საჯარიმოში შევარდა, მცველებს გაცდა და ლამაზი გოლის ავტორი გახდა, მაგრამ მასპინძლებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 23-ე წუთზე, „დილას“ კარში დანიშნული პენალტი „სამგურალის“ კაპიტანმა პაპუნა ფონიავამ უნაკლოდ გამოიყენა. ამ ეპიზოდში მძიმედ დაშავდა გორელთა მცველი რამარიკ ეტოუ და თამაში 10 წუთის შემდეგ განახლდა. გორელთა კონგოელი მცველი კი მძიმედ დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარი წყალტუბოელებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს – 59-ე წუთზე, რევაზ ჩიტეიშვილის ფლანგური გადაცემა კარის წინ გახსნილმა ახალგაზრდა ნიკა გაგნიძემ დააგვირგვინა და „დილა“ 1:2 დააწინაურა. გორელთა ახალაგზრდა ნახევარცველმა 90+2 წუთზე მასპინძლების კარი მეორედაც აიღო, დუბლი შეასრულა და „დილას“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

22 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 38 ქულა დააგროვა და „საბურთალოს“ გაასწრო (35 ქულა), ხოლო ბათუმის „დინამოსთან“ (43) და „დინამო თბილისთან“ (41) ჩამორჩენა შეამცირა. წყალტუბოს „სამგურალი“ კი 29 ქულით მე-6 ადგილზე დარჩა.