„სამგურალს“ კუხიანიძე დაუბრუნდა - თავდამსხმელმა ტრავმა მოირჩინა #1TVSPORT
„სამგურალს“ კუხიანიძე დაუბრუნდა - თავდამსხმელმა ტრავმა მოირჩინა #1TVSPORT

სერგო კუხიანიძემ ვარჯიში განაახლა და გუნდს მალე შეუერთდება – ინფორმაციას წყალტუბოს „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ეროვნულ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო. კუხიანიძემ 31 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია და ათამაშა, მაგრამ მიმდინარე სეზონში „სამგურალში“ არ უთამაშია.

სერგო კუხიანიძის არყოფნის მიზეზი ტრავმა იყო. თუმცა მან ვარჯიში განაახლა, ეს „სამგურალისთვის“  ნიშნავს, რომ გუნდის შეტევა უფრო გაძლიერდება, რაც საწყის ტურებშიც გამოჩნდა, რომ აუცილებელია – გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა სამ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანეს.

ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილ კუხიანიძეს „ტორპედო 2“-სა და მარტვილის „მერანში“ უთამაშია. გასული სეზონის შემდეგ 22 წლის თავდამსხმელით უცხოური კლუბებიც დაინტერესდნენ, მაგრამ ფეხბურთელის ტრავმამ ყველა დაინტერესებული შეაფერხა.

კუხიანიძე წყალტუბოს „სამგურალში“ 2019 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში ეროვნულ ლიგასა და ლიგა2-ში 48 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.