„სამგურალმა“ წელი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
„სამგურალმა“ წელი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ პირველი ამხანაგური შეხვედრა ფოთში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართა და ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა. გუნდებმა ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარეს.

ანგარიში წყალტუბოელთა ნახევარმცველმა დემურ ჩიხლაძემ პირველი ტაიმის მიწურულს ეფექტური დარტყმით გახსნა. მეორე ნახევრის დასაწყისში მამია გავაშელიშვილმა მცველების შეცდომით ისარგებლა და „შუქურას“ კარში მეორე გოლი გაიტანა.

ქობულეთელებმა სხვაობა მატჩის მიწურულს შეამცირეს. 88-ე წუთზე გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა და „სამგურალმა“ 2:1 მოიგო. მორიგ ამხანაგურ შეხვედრას წყალტუბოელები 29 იანვარს სტუმრად „გაგრას“ წინააღმდეგ გამართავენ.


შუქურა – სამგურალი 1:2

22.01.2022. ფოთი „ფაზისი“


გოლები: 0:1 ჩიხლაძე (40), 0:2 გავაშელიშვილი (48), 1:2 მუსელიანი (88)

სამგურალი: ქვილითაია, კიკაბიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი, ვერულიძე, გილმორი, ტურე, რუხაძე, ჩიხლაძე კუხიანიძე

შეცვლაზე შევიდნენ: შოვნაძე, ჯამიუ (ტ.ბურჯანაძე), მაისაშვილი, თევზაძე, ახვლედიანი, ბაშელეიშვილი, იობიძე, დევდარიანი, ჯეფინიო, შ.ბურჯანაძე, გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

შუქურა: ხარატიშვილი, კომახიძე, მამასახლისი, ჩაკვეტაძე, ჩაჩუა, ჯინჭარაძე, ღლონტი, სარდალიშვილი, ლექვთაძე, ერისთავი, ბ. ვერულიძე;

შეცვლაზე შევიდნენ: ფარტენაძე, კაკაშვილი, ჯანელიძე, ბაშალეიშვილი, ინგოროყვა, გაზდელიანი, მუსელიანი, ვ. თევდორაძე.