წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქული შეკრება მოგებით დაასრულა – როდოლფო ვანოლის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო შეხვედრაში ყირგიზეთის „მურას იუნაიტედს“ 3:1 სძლია.
მატჩის დებიუტში ყირგიზული კლუბი დაწინაურდა, თუმცა მალე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ წყალტუბოელები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას და ჯეფერსონ ჯერალდოსა და ლუკა წულაიას მიერ გატანილი ბურთებით 3:1 მოიგეს.
„სამგურალი“: ყალიჩავა, ახვლედიანი, პატარკაციშვილი, ქარიმოვი, აბულაძე, შერგელაშვილი, ჩიხლაძე, ვინისიუსი, ჟანი, ლ. ხორხელი, ფანცულაია.
შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ჯეფერსონ ჯერალდო, წულაია, ჯანჯღავა, ალიჯონი, ბული, გოლეთიანი, იაშვილი.
„სამგურალმა“ ანტალიაში ხუთი შეხვედრა გამართა და შეკრება მარცხის გარეშე დაასრულ – გუნდმა ორი მატჩი მოიგო და სამი ფრედ ითამაშა.