„სამგურალმა“ ტესტმატჩში ერევნის „პიუნიკი“ დაამარცხა – გუნდი დავით მუჯირმა დატოვა #1TVSPORT

15:27, 03.07.2025

წყალტუბოს „სამგურალმა“ მოსამზადებელ ეტაპზე საკონტროლო შეხვედრა ერევნის „პიუნიკთან” გამართა და 2:1 დაამარცხა.

მოგებაში გადამწყვეტი როლი წყალტუბოს გუნდის ლიდერმა, ლუკა ხორხელმა ითამაშა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

სამგურალი“: ყალიჩავა, აბულაძე, რაიანი, კვარაცხელია, ბული, ვინისიუსი, ჩიხლაძე, ჟანი, ლ. ლორხელი, ჯეფინიო, ფანცულაია

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ვლასოვი, იაშვილი, ჯანჯღავა, მაჯგალაძე, შეროზია, გოგნაძე, ა. ხორხელი, ჩხეტიანი.

ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს „სამგურალი“ 26 წლის თავდამსხმელმა დავით მუჯირმა დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, „გაგრაში“ ითამაშებს, სადაც საგარეჯოს „გარეჯში” გადასულ ნიკა კაჭარავას შეცვლის.

მსგავსი