„სამგურალმა“ სპარინგში ზუგდიდის „დინამო“ დაამარცხა - ფრუიძის გუნდი საჩხერეში მოემზადება #1TVSPORT
„სამგურალმა“ სპარინგში ზუგდიდის „დინამო“ დაამარცხა - ფრუიძის გუნდი საჩხერეში მოემზადება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ 26 მაისის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მწვრთნელებმა ექსპერიმენტებს მიმართეს და გუნდები შერეული შემადგენლობით ათამაშეს. „სამგურალი“ მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. 28–ე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ ხელიძემ გახსნა, მასპინძლები კიდევ არაერთხელ დაუმუქრნენ ზუგდიდელების კარს, მაგრამ პირველი ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

შესვენების შემდეგ წყალტუბოელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, თავი ნიგერიელმა ლეგიონერმა დევიდ ჩინედუ ნდუკამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „სამგურალის“ სასარგებლოდ.

სოსო ფრუიძის გუნდმა აღნიშნული სპარინგ–მატჩით ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. 19 ივლისს გუნდი მოსამზადებლად საჩხერეში გაემგზავრება და წვრთნების პარალელურად სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

რაც შეეხება ზუგდიდის „დინამოს“, გუნდი მომდევნო საკონტროლო შეხვედრას 24 ივლისს გამართავს და კიდევ ერთ უმაღლესლიგელს, ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება.