„სამგურალმა“ სპარინგში ზუგდიდის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT
„სამგურალმა“ სპარინგში ზუგდიდის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT

სამგურალმა“ ზუგდიდის „დინამოსთან“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და წყალტუბოელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:1.

მატჩის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თამაში საინტერესოდ წარიმართა და ანგარიში ზუგდიდის „დინამომ“ გახსნა, გოლი გუნდის ახალწვეულმა მელქისედეკ ცვალემ გაიტანა.

სამგურალმა“ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება და წინ გასვლაც. ორივე გოლი პენალტით გავიდა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ჯერ სერგო კუხიანიძემ გამოიყენა, შემდეგ კი პაპუნა ფონიავამ. მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებმა არაერთი ცვლილება განახორციელეს. წყალტუბოელებმა მესამე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, საბოლოო ანგარიში რაფიკ ამინუმ დააფიქსირა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება 16 ოქტომბერს 29-ე ტურის მატჩებით განახლდება – „სამგურალი“ თბილისის „მიხეილ მესხი – არენაზე“ „საბურთალოს“ ესტუმრება. ლიგა 2-შიც ტურნირი 29-ე ტურით განახლდება, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება. ზუგდიდის „დინამო“ განმუხურში გათამაშების ლიდერს, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს.