„სამგურალმა“ სეზონში პირველად მოიგო
„სამგურალმა“ სეზონში პირველად მოიგო

ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტური წყალტუბოში გამართული შეხვედრით დასრულდა – „სამგურალმა“ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:0.

მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. 15–ე წუთზე, სერგო კუხიანიძემ „სამგურალი“ თავური დარტყმით დააწინაურა – 1:0. 68–ე წუთზე კი, წყალტუბოელთა ბომბარდირმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0

სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე–6 პოზიციაზე გადაინაცვლა. გათამაშებას ქობულეთის „შუქურა“ 16 ქულით ლიდერობს, მეორეზეა – „გაგრა“ (11), ხოლო მესამეზე მარტვილის „მერანი“ (10).

ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის მატჩები 10 აგვისტოს დაიწყება და სამ დღეზე განაწილდება, ტური კი 12 აგვისტოს დასრულდება.