„სამგურალმა“ საუკეთესოები დააჯილდოვა
„სამგურალმა“ საუკეთესოები დააჯილდოვა

2019 წელი წყალტუბოს „სამგურალისთვის” წარმატებული გამოდგა. გუნდმა პლეი ოფშიც შთამბეჭდავად ითამაშა, ორი მატჩის ჯამში ფოთის „კოლხეთი“ 9:0 (3:0, 6:0) დაამარცხა და 2020 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

გუნდმა წარმატებული სეზონი აღნიშნა და გამორჩეულ მოთამაშეებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ. საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ბროლის თასი, კლუბის დირექტორმა თედო ფესტვენიძემ, სერგო კუხიანიძეს გადასცა, რომელმაც განვლილ საფეხბურთო სეზონში 16 გოლი გაიტანა.

საუკეთესო გოლისთვის პრიზი ხობის „კოლხეთის“ კარში გატანილი ულამაზესი გოლის ავტორს ბექა კაკუშაძეს ერგო. მას თასი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გადასცა.

საუკეთესო ასისტენტის პრიზი თენგიზ ბრეგვაძეს გადაეცა, რომლის ანგარიშზე გასულ სეზონში 8 საგოლე გადაცემა იყო. ბრეგვაძე ვეტერანმა ფეხბურთელმა და „სამგურალის“ სპორტსკოლის დირექტორმა, იასონ ბზიკაძემ დააჯილდოვა.

2019 წლის აღმოჩენად 19 წლის კოტდივუარელი ლეგიონერი ისუფ ტურე დასახელდა, რომელიც ბროლის თასით დაჯილდოვდა. კლუბის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი – „საუკეთესო პრეზიდენტი“ გადაეცა „სამგურალის“ ინვესტორს, ბატონ მიხეილ იაშვილს. კლუბის პრეზიდენტი ქალაქის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა დააჯილდოვა.