„სამგურალმა“ მეკარე შოვნაძე დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ მეკარე შოვნაძე დაიმატა #1TVSPORT

ლევან შოვნაძე წყალტუბოს „სამგურალის“ კარს დაიცავს, – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„წყალტუბოს „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მეკარე ლევან შოვნაძე დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ახალწვეულს სიმბოლურად მაისური გადასცა და მას წარმატებები უსურვა.

24 წლის ლევან შოვნაძე ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა და ეროვნულ ლიგაში მის დარჩენაში დიდი როლი ითამაშა.