„სამგურალმა“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და საქართველოს თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
„სამგურალმა“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და საქართველოს თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT

„სამგურალი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალისტია – წყალტუბოს გუნდი მეოთხედფინალში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა – 5:3.

„სამგურალმა“ ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა – მე-40 წუთზე ბექა დარცმელიამ საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და თბილისელთა კარი აიღო.

„დინამომ“ ანგარიში 50-ე წუთზე სწრაფად და კარგად გათამაშებული შეტევით გაათანაბრა. თბილისელთა კაპიტანი დავით სხირტლაძე საჯარიმოში მცველს გასცდა და კარის წინ ლაშა ოდიშარია მონახა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 1:1.

გამარჯვებული დამატებითმა დრომაც ვერ გამოავლინა და დაინიშნა პენალტების სერია. „სამგურალის“ ხუთივე მოთამაშემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო „დინამოს“ ფეხბურთელებიდან პენალტი მხოლოდ გიორგი ხარაიშვილმა ვერ გამოიყენა (ძელს მოარტყა) და „სამგურალი“ საქართველოს თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.