„სამგურალმა“ „დინამო“ დაამარცხა და მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
„სამგურალმა“ „დინამო“ დაამარცხა და მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრას წყალტუბოს „26 მაისი არენამ“ უმასპინძლა – მესამეადგილოსანმასამგურალმა“ „დინამო თბილისი“ მიიღო და წარმატებული სერია მორიგი გამარჯვებით გააგრძელა.

პირველ ტაიმში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მასპინძელთა კარი მე-5 წუთზე ოსეი ბარსნმა გახსნა. „სამგურალმა“ ანგარიშის გათანაბრება სწრაფად მოახერხა. ჯეფერსონ ჯერალდოს გადაცემით მიხეილ ბაშელეიშვილმა ისარგებლა 1:1.

წყალტუბოელები მეორე ტაიმში დაწინაურდნენ. 52-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ მარჯვენა ფლანგზე მცველები ჩამოიშორა და ბურთი კარის წინ ჩააწოდა, სადაც „დინამოს“ მცველმა მოგერიება ვერ მოახერხა, მიშა კალანდარიშვილმა კი ახლოდან ზუსტად დაარტყა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კი ანგარიშზე მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

შესვენების შემდეგ „დინამო თბილისი“ ბევრს ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, წყალტუბოს „სამგურალმა“ 2:1 მოიგო, 17 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „დინამო თბილისი“ 32 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა.