„სამგურალმა“ „ჩარლტონის“ აღზრდილი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

19:56, 15.02.2026

წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალწვეული წარადგინა – გუნდში კარიერას ინგლისში გაზრდილი გიგი გოგია გააგრძელებს.

20 წლის ფეხბურთელი ფლანგის შემტევი ნახევარმცველია. ცხოვრობდა ინგლისში, ფეხბურთის თამაში დაიწყო „ჩარლტონ ატლეტიკის“ აკადემიაში, სადაც 16 წლამდე თამაშობდა.

შემდეგ იყო „ქუინს პარკისა“ და „ლუთონის“ ასაკობრივ გუნდებში. ბოლოს პორტუგალიაში გადავიდა და „რიუ ავეს“ 23-წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავდა. გოგიას უთამაშია საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელების ნაკრებებში.

„ერთი თვეა, რაც გუნდს შევუერთდი. „სამგურალში“ კარგი განწყობაა და ჩემპიონატის დაწყებას დიდი იმედით ველოდებით. ვფიქრობ, რომ კარგ სეზონს ჩავატარებთ“, – ამბობს გიგი გოგია.

მსგავსი