„სამგურალმა“ ბათუმელთა ექს-ფორვარდი დაიმატა - ნიქაბაძე მალტიდან დაბრუნდა #1TVSPORT
„სამგურალმა“ ბათუმელთა ექს-ფორვარდი დაიმატა - ნიქაბაძე მალტიდან დაბრუნდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ბათუმის „დინამოს“ ექს-ფორვარდით, გიორგი ნიქაბაძის გაძლიერდა – ინფორმაციას წყალტუბოელთა პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა წყალტუბოს „სამგურალმა“ გიორგი ნიქაბაძე დაიმატა. იგი გასულ წელს ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. გიორგი „სამგურალში“ 40-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერს „სამგურალის“ პრეს-სამსახური.

საქართველოს ჩემპიონის რიგებში გამოცდილმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. ბათუმის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ, წყალტუბოელთა ახალწვეული მალტის ჩემპიონატში „გუდია იუნაიტედში“ თამაშობდა.

სავარაუდოდ, გიორგი ნიქაბაძის დებიუტი ახალ კლუბში 21 მაისს შედგება – „სამგურალი“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. იმერული დერბი 17:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი