„სამგურალმა“ აზერბაიჯანული „საბაჰი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„სამგურალმა“ აზერბაიჯანული „საბაჰი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“, რომელიც ჩემპიონატისთვის საჩხერეში ემზადება, თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე ამხანაგურ შეხვედრაში „საბაჰს“ დაუპირისპირდა და დაამარცხა.

სოსო ფრუიძის გაწვრთნილებს აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-5 ადგილოსანი გუნდი დაუპირისპირდა. დემურ ჩიხლაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გამარჯვების გოლი 54–ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მარცხენა შემტევმა, გიორგი თევზაძემ გაიტანა და „სამგურალმა“ 1:0 მოიგო.

სამგურალი“: ქვილითაია, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ბურჯანაძე, კალანდარიშვილი, გილმორი, ჩიხლაძე, ფონიავა, დოლიძე, ვერულიძე, თევზაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მეშველიანი, ახვლედიანი, კუხიანიძე, ქურდაძე, ბანძელაძე, კირკიტაძე, ტურე, აკპოდე, ჩინედუ, ხელიძე.