„სამგურალის“ ყოფილი ნახევარმცველი მოულოდნელად გარდაიცვალა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ ყოფილი ბრაზილიელი ლეგიონერი, ლეანდრო ლიმა მოულოდნელად გარდაიცვალა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
23 წლის ნახევარმცველი საქართველოში 2023 წლის სეზონში თამაშობდა და საქართველოს თასზე გოლიც აქვს გატანილი.
წყალტუბოს გუნდში ჩარიცხვამდე ლეანდრო ლიმა ჯერ სამშობლოში, „სენ ბერნარდში“ თამაშობდა, შემდეგ კი ჩეხეთის ჩემპიონატში „პარდუბიცეში“ გამოდიოდა. „სამგურალის“ შემდეგ ისევ ამ კლუბში გადავიდა, ბოლოს კი ჩეხურ „პროშტეიოვაში“ ირიცხებოდა.