„სამგურალის“ სპორტული დირექტორი - 10 მაისს „დინამო თბილისს“ წყალტუბოში ვუმასპინძლებთ #1TVSPORT
„სამგურალის“ სპორტული დირექტორი - 10 მაისს „დინამო თბილისს“ წყალტუბოში ვუმასპინძლებთ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ სპორტული დირექტორის, მიხეილ აშვეთიას თქმით, წყალტუბოს სტადიონის განახლების ეტაპი დასრულდა და გუნდი საშინაო შეხვედრას წყალტუბოში 10 მაისს გამართავს.

„მიმდინარე სეზონში „სამგურალს“ ჯერ წყალტუბოში არ უთამაშია, გუნდი მეტოქეებს ზესტაფონში მასპინძლობს. გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია უნდა მივაწოდო – მომდევნო საშინაო მატჩს, რომელიც 10 მაისს „დინამო თბილისთან“ გვაქვს, საკუთარ მოედანზე ჩავატარებთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წყალტუბოში ფეხბურთი დაბრუნდება და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრებს კარგი თამაშითა და შედეგით გავახარებთ.

სტადიონზე გამოიცვალა მოედნის საფარი, ასევე მთლიანად გარემონტდა გასახდელები, მსაჯთა და მწვრთნელთა ოთახები, ასევე – კლუბის ოფისი. რაც შეეხება განათებასა და ადმინისტრაციული შენობის გაკეთებას, ეს სამომავლო გეგმაში ჩასმულია და ეტაპობრივად განხორციელდება“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.