„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - შეკრებაზე ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით
„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - შეკრებაზე ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით

ანტალიაში შეკრებაზე მყოფი წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა გუნდის მზადებისა და დაგეგმილი საკონტროლო შეხვედრების შესახებ ილაპარაკა.

ლარაში ყველანაირი პირობებია იმისთვის, რომ ჩემპიონატისთვის სრულფასოვნად მოვემზადოთ. ვგულისხმობ, როგორც საცხოვრებელ, ასევე სავარჯიშო პირობებსა და აღდგენით საშუალებებს. შესაბამისად, ორჯერად ვარჯიშებზე ვართ გადასული და ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. კარგია, რომ ამინდიც ხელს გვიწყობს. როგორც გვითხრეს, ჩვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა, ახლა კი შესანიშნავი, მზიანი ამინდებია. ამ ეტაპზე ძირითადად ყურადღებას ტაქტიკურ ნაწილს ვუთმობთ, პლუს ამხანაგურ შეხვედრებს გავმართავთ. ჩვენი მიზანია, მოკლე პერიოდში გავაკეთოთ სათამაშო მონახაზი, ჩემპიონატს ამ კომპონენტშიც მომზადებული რომ შევხვდეთ“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.

სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, საკონტროლო შეხვედრები ძლიერ მეტოქეებთან დაიგეგმა: „პირველი მეტოქე კილჯარის „არდა“ ბულგარეთის ჩემპიონატში მე–4 ადგილზეა და საკმაოდ ძლიერი გუნდია. მას 5 თებერვალს ვეთამაშებით. შარშან მოსამზადებელ პერიოდში თბილისის „დინამოს“ 3:2 მოუგო. ზოგადად, ვისაც შევხვდებით, ანგარიშგასაწევი გუნდებია და ვფიქრობ, საინტერესო თამაშები გველის. ამხანაგური მატჩები დატვირთვების ფონზე წარიმართება. საკონტროლო მატჩები გუნდის ტაქტიკურ–ტექნიკურ მზადებას ემსახურება, გარდა ამისა, ფიზიკური მომზადების კუთხითაც ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდს თავისი სახე ჩამოუყალიბდეს და ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლოს“.