„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - საკუთარ კარში გოლი თავად მოვიგონეთ #1TVSPORT
„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - საკუთარ კარში გოლი თავად მოვიგონეთ #1TVSPORT

სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ბოლნისის „სიონთან“ გამართული შეხვედრა შეაფასა, რომელიც წყალტუბოს „სამგურალმა“ ფრედ (1:1) დაასრულა.

„სამწუხაროდ, დღეს ძალიან უხარისხო ფეხბურთი ვითამაშეთ. აქვს ამას თავისი მიზეზები, ჩვენ შენების პროცესში ვართ და გვინდა, რომ „სამგურალი“ შეტევაში თამაშს შეეჩვიოს. ვცდილობთ, რომ გუნდი ამაზე დავალაგოთ. სამწუხაროდ, გადაცემებში იმდენი ხარვეზი გვქონდა, მეტი რომ არ შეიძლება“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს არც ცვლილებებმა უშველა, მაგრამ აღიარა, რომ გუნდმა გოლი საკუთარი შეცდომით გაუშვა.

„ამ უხარისხო თამაშით მაინც 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ პირველ ტაიმში შევხედეთ, რომ ბურთის კონტროლი გვიჭირდა და შევეცადეთ, მოედნის ცენტრი გაგვეძლიერებინა. მაგრამ სამწუხაროდ, საკუთარ კარში გოლი მოვიგონეთ – ვერ ვიტყვი, რომ ეს ლოგიკური იყო, მაგრამ მოგებასაც არ ვიმსახურებდით, რადგან მომენტებიც ვერ შევქმენით. უნდა ვიმუშაოთ, შეტევაში მოვუმატოთ და შეცდომებს მოვუკლოთ“, – აცხადებს წყალტუბოს გუნდის მთავარი მწვრთნელი.