„სამგურალის“ დომინირებით - ელიგამ მეორე წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
„სამგურალის“ დომინირებით - ელიგამ მეორე წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მეორე წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი წყალტუბოს „სამგურალიდან“ მოხვდა.

მეორე წრის რჩეული თერთმეტი ფეხბურთელი 4-3-3 სათამაშო სქემით განალაგეს.

მეკარე

ანდრეს პრიეტო (დინამო თბილისი)

მცველები

თედო კიკაბიძე (სამგურალი), ანტონ თოლორდავა (თელავი), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი), ნიკა კალანდარიშვილი (სამგურალი)

ნახევარმცველები

დემურ ჩიხრაძე (სამგურალი), ჯეფინიო (სამგურალი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები

ზურიკო დავითაშვილი (ბათუმის დინამო), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო), ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმის დინამო)

ბუნებრივია, შეტევაში ბათუმის „დინამოს“ დომინირებაა, რადგან გუნდმა მეორე წრეში ყველაზე მეტი – 24 გოლი გაიტანა. წინა ხაზში სამივე მოთამაშე მქომედი ჩემპიონის რიგებიდან მოხვდა.

ყველაზე მეტი, 4 მოთამაშე წყალტუბოს „სამგურალიდან“ დასახელდა, 3-3 ფეხბურთელი – ბათუმის „დინამოდან“ და „დინამო თბილისიდან“, ხოლო ერთი წარმომადგენელი „თელავიდან“ მოხვდა.