„სამგურალის“ ბრაზილიელი ახალწვეული - ბევრი გოლის გატანა, ტიტულების მოგება და ევროტურნირების საგზურის მოპოვება მსურს #1TVSPORT
„სამგურალის“ ბრაზილიელი ახალწვეული - ბევრი გოლის გატანა, ტიტულების მოგება და ევროტურნირების საგზურის მოპოვება მსურს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალწვეულმა, ჟან როდრიგეშმა გუნდთან ადაპტაციის პერიოდზე და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

20 წლის ბრაზილიელი ფლანგის შემტევისთვისსამგურალი“ პირველი უცხოური კლუბია. დირსეუს საფეხბურთო სკოლის აღზრდილი „რიო დე პიაუში“, „ფლუმინენსეში“ (U17), „რივერ ატლეტიკოსა” (U20) და „სპორტ რესიფეში” (U20) თამაშობდა.

ჟან როდრიგეში ,,სამგურალში” „სპორტ რესიფედან“ ჩაირიცხა. გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა ანტალიაში, სადაც წყალტუბოელებმა ყაზახური „ჟენისი“ სწორედ მისი გოლით დაამარცხეს (1:0).

„გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, როგორც ფეხბურთელებმა, ასევე სამწვრთნელო შტაბმა და კლუბის ხელმძღვანელობამ. განსხვავებული კლიმატისა და ენობრივი ბარიერის გამო ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ადაპტაციას გავდივარ, რაშიც ძალიან მეხმარებიან ბრაზილიელი თანაგუნდელი, ლუიშ ფერნანდო და ეკვადორელი ვალტერ მორა.

თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, სადაც ძალიან კარგი პირობები იყო. ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშეთ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და ეს შეკრება შეთამაშებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა დროა, ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ და დასახული მიზნები განვახორციელოთ. საინტერესო ჩემპიონატს ველოდები. იმედია, წარმატებული სეზონი გვექნება და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

სამგურალთან“ სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ჩემი მიზანია, გუნდის  წარმატებისთვის ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო. ბევრი გოლის გატანა, ტიტულების მოგება და ევროტურნირების საგზურის მოპოვება მსურს“, – განაცხადა „სამგურალის“ ბრაზილიელმა ახალწვეულმა.