„სამგურალი“ ყაზახეთის ჩემპიონს დაუზავდა #1TVSPORT
„სამგურალი“ ყაზახეთის ჩემპიონს დაუზავდა #1TVSPORT

„სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ყახაზეთის ჩემპიონ „ქაირათთან“ გამართა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, როდოლფო ვანოლის გაწვრთნილმა გუნდმა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი ჩაატარა. „ქაირათში“ შეცვლაზე ითამაშა გიორგი ზარიამ, ხოლო ლუკა გადრანი ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ რეაბილიტაციის კურსს გადის და ვერ თამაშობს.

ალმათელები მე-9 წუთზე პენალტით ბრაზილიელმა ჟოაო პაულომ დააწინაურა – 1:0. გოლის შემდეგ ინიციატივა „სამგურალმა“ მოიპოვა და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. გატანა შეეძლოთ დავით მუჯირს, ლუკა ხორხელს და ილია ახვლედიანს. წყალტუბოელთა მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია – 37-ე წუთზე ფერნანდო ბულის გადაცემის შემდეგ, ლუკა ხორხელმა მეკარეს აჯობა და მომენტი გოლით დაასრულა.

„ქაირათსაც“ ჰქონდა რეალური მომენტი, თუმცა მეკარე ნოდარ ყალიჩავამ დამაჯერებლად ითამაშა და ახლო მანძილიდან რთული ბურთი მოიგერია. მატჩის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

„სამგურალი“: ყალიჩავა, პატარკაციშვილი, აბულაძე, ქარიმოვი, ბული, ახვლედიანი, ჩიხლაძე, ვინისიუსი, ლ. ხორხელი, ჟანი, მუჯირი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბელოვი, შერგელაშვილი, კვარაცხელია (იაშვილი), დილანი, ჯანჯღავა, ალიჯონი, ჯეფინიო, ნ. ხორხელი, ფანცულია.