„სამგურალი“ წყალტუბოში დაბრუნდა - „დილამ“ პირველი წრე მეორე ადგილით დაასრულა #1TVSPORT
„სამგურალი“ წყალტუბოში დაბრუნდა - „დილამ“ პირველი წრე მეორე ადგილით დაასრულა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური წყალტუბოში გამართული შეხვედრით დაიწყო – „სამგურალი“ გორის „დილას“ დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

სამგურალი“ 26 მაისის სახელობის სტადიონს დაუბრუნდა. წყალტუბოელები მიმდინარე სეზონის საშინაო მატჩებს ზესტაფონში მართავდა, რადგან მათი სტადიონის ბალახის საფარი დაზიანებული იყო.

ორივე გუნდმა საგოლე მომენტი შექმნა და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერც მასპინძლებმა მოახერხეს და ვერც სტუმრებმა და საბოლოოდ, ორივემ ძვირფასი ქულები დაკარგა.

ეროვნული ლიგის პირველი წრე წყალტუბოს „სამგურალმა“ 11 ქულით დაასრულა და მე-5 ადგილზეა, მაგრამ ტურის მატჩის მოგებით ქუთაისის „ტორპედო“ (11 ქულა) და „თელავი“ (10) გადაასწრებენ, ხოლო „გაგრას“ შეუძლია დაეწიოს. გორის „დილამ“ კი წრე 19 ქულით დაასრულა, მაგრამ ამდენივე ქულის მქონე ბათუმის „დინამოს“ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, მაგრამ მეორე ადგილზე „დინამო თბილისი“ (15) ვერ შეეცილება.

დატოვე კომენტარი