წყალტუბოს „სამგურალმა“ ანტალიაში დღეს ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. მოსკოვის „ტორპედოსთან“ დაპირისპირების (0:2) შემდეგ წყალტუბოელები უკრაინის პირველი ლიგის ლიდერს, ვოლჩისკის „აგრობიზნესს“ შეხვდნენ და მატჩი ფრედ დაასრულეს.
ანგარიში მესამე წუთზე უკრაინელებმა გახსნეს. თავი შეტევაში ჩართულმა გუნდის ახალწვეულმა ვლადისლავ შაპოვალმა გამოიჩინა. 49-ე წუთზე, უკრაინელებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ „აგრობიზნესის“ ნახევარმცველის, რუსლან ჩერნენკოს მიერ თერთმეტმეტრიანიდან დარტყმული ბურთი „სამგურალის“ მეკარე კახა მეშველიანმა მოიგერია და გუნდი გოლისგან იხნა. წყალტუბოელებმა იქვე საპასუხო შეტევა წამოიწყეს და გრიგოლ დოლიძის გადაცემით ალექსანდრე ვერულიძემ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
„სამგურალი“ – „აგრობიზნესი“ (უკრაინა)1:1
გოლები: 0:1 შაპოვალი (3), 1:1 ვერულიძე (49)
„სამგურალი“: მეშველიანი, ბურჯანაძე, ბანძელაძე, კიკაბიძე, ახვლედიანი, გაზდელიანი, დოლიძე, ბუხაიძე, ჩიხლაძე, ვერულიძე, კალანდარიშვილი
სათადარიგოები: ქვილითაია, სვანიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, თევზაძე, ფონიავა, ტურე, მჭედლიშვილი, ლექვთაძე, კირკიტაძე, კუხიანიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი