„სამგურალი“ შესვენებაზე მესამე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
„სამგურალი“ შესვენებაზე მესამე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა – ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „სიონმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, გოლი არ გასულა და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს – 0:0.

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე „სამგურალმა“ „ლოკომოტივთან“ მატჩი ცუდად დაიწყო. 37-ე წუთზე ანგარიში თბილისელთა თავდამსხმელმა შოთა შეყილაძემ გახსნა. თუმცა სამ წუთში „ლოკომოტივის” კარი დავით მაისაშვილმა ეფექტური თავური დარტყმით აიღო და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი წყალტუბოელთა სრული უპირატესობით წარიმართა – „სამგურალი“ გიორგი ნიქაბაძემ (65) დააწინაურა, მასპინძელთა უპირატესობა ირაკლი რუხაძემ (71) გაზარდა, ხოლო ანდრია დევდარიანმა (88) ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლით საბოლოოდ ანგარიში დააფიქსირა – 4:1 „სამგურალის“ სასარგებლოდ.

ჩემპიონატის ეს ეტაპი „სამგურალმა“ მესამე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონატში კი ევროთასების გამო პაუზა გამოცხადდა და 13 აგვისტოს განახლდება.

დატოვე კომენტარი