„სამგურალი“ შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება - გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
„სამგურალი“ შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება - გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. იტალიელი სპეციალისტის, როდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით გუნდი წყალტუბოში ვარჯიშობს.

პირველ თებერვალს „სამგურალს“ ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი მარტვილის „მერანთან“, მაგრამ ეს შეხვედრა აღარ ჩატარდება. 3 თებერვლიდან  კი წყალტუბოელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც ჩემპიონატისთვის მზადების მეორე ეტაპს 3-დან 16 თებერვლის ჩათვლით ანტალიაში გაივლიან.

კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სამგურალი“ თურქეთში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

5 თებერვალი | „სამგურალი“ – „ლივი ბერეგ“ (უკრაინა);

8 თებერვალი | „სამგურალი“ – „ქაირათი“ (ყაზახეთი);

12 თებერვალი | „სამგურალი“ – „ოლმალიკი“ (უზბეკეთი);

14 თებერვალი | „სამგურალი“ – „ყიზილყუმი“ (უზბეკეთი);

16 თებერვალი | „სამგურალი“ – „ჟეტისუ“ (ყაზახეთი).