„სამგურალი“ შალვა ბურჯანაძემ დატოვა #1TVSPORT
„სამგურალი“ შალვა ბურჯანაძემ დატოვა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ჩემპიონატის მეორე ეტაპისა და საქართველოს თასის გათამაშებისთვის მზადება თბილისში, საფეხბურთო კლუბის, „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო.

ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს „სამგურალი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცენტრალურმა მცველმა, შალვა ბურჯანაძემ დატოვა, რომელიც კლუბის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა.

24 წლის მცველი ქუთაისელია. უთამაშია ქუთაისის „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანში“. შალვა ბურჯანაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი (17, 18, 19, 20, 21) ნაკრების წევრი და ევროპის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, რომელიც 2017 წელს საქართველოში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს „სამგურალმა“ უკვე ორი მოთამაშე დაიმატა – „საბურთალოდან“ 23 წლის ნახევარმცველი ბექა დარცმელია, ხოლო ხორვატული „დრაგოვოლიაციდან“ – 22 წლის მცველი ბარტულ მარკოვინა. ორივე მათგანთან კლუბმა ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.