„სამგურალი“ სეზონისთვის მზადებას შეუდგა – გუნდში ლეგიონერებს ელიან #1TVSPORT

17:22, 10.01.2022

სამგურალი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას ორჯერადი ვარჯიშებით განაგრძობს.

წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტის, მიხეილ იაშვილის ცნობით, გუნდი 3 თებერვალს გაემგზავრება თურქეთში და ორკვირიან შეკრებას ჩაატარებს. მზადების პარალელურად, გუნდი საკონტროლო შეხვედრებს გამართავს, მეტოქეთა ვინაობა კი მალე გაირკვევა.

სამგურალში“ უკვე განხორციელდა რამდენიმე კარგი ტრანსფერი და ახალწვეულებს კიდევ ელიან – საუბარია ლეგიონერებზე. ერთ-ერთი მათგანი ალჟირის ჩემპიონატში თამაშობს, მეორე კი ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელია.

მსგავსი