„სამგურალი“ საუკეთესო ბომბარდირმა დატოვა - რუხაძე უზბეკეთში ითამაშებს #1TVSPORT
„სამგურალი“ საუკეთესო ბომბარდირმა დატოვა - რუხაძე უზბეკეთში ითამაშებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა და გასული სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ირაკლი რუხაძემ დატოვა და კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ირაკლი რუხაძემ წყალტუბოს „სამგურალი“ დატოვა და კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანალმალიქში“ გააგრძელებს. მადლობა ირაკლი „სამგურალში“ გატარებული თითოეული წუთისთვის და წარმატებებს გისურვებთ მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ვარჯიშის შემდეგ თანაგუნდელებმა ირაკლი რუხაძეს გაცილება მოუწყვეს და ახალ კლუბში წარმატებები უსურვეს. რუხაძე თურქულ შეკრებაზე უზბეკურ კლუბს 3 თებერვალს შეუერთდება.

გასულ სეზონში ირაკლი რუხაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 26 წლის ფეხბურთელმა „სამგურალის“ ფორმით 30 თამაში ჩაატარა და ანგარიშზე, 13 გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ამავე დროს, ეროვნული ლიგის გასულ ჩემპიონატში ირაკლი რუხაძე ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა. მასზე მეტი გოლი მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელმა, ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.