„სამგურალი“ საქართველოს თასის პირველი ფინალისტია #1TVSPORT
„სამგურალი“ საქართველოს თასის პირველი ფინალისტია #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ფინალისტია – სოსო ფრუიძის გუნდმა ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ წვიმამ მოედანი დაამძიმა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა – შეხვედრის ბედი ბოლო 22 წუთში გადაწყდა.

ანგარიში 68-ე წუთზე წყალტუბოელთა თავდამსხმელმა ალექსანდრე ვერულიძემ გახსნა. 77-ე წუთზე წონასწორობა მისმა მოგვარემ, „შუქურას“ ფორვარდმა ბექა ვერულიძემ აღადგინა, ხოლო ქობულეთელები 84-ე წუთზე გიორგი გაფრინდაშვილმა დააწინაურა.

ქობულეთური კლუბი ისტორიაში პირველად მიუახლოვდა ფინალს, მაგრამ 87-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში მასპინძელთა მცველმა ნიკა ჭანტურიამ ჩაჭრა და ანგარიში 2:2 გახდა, 89-ე წუთზე კი ეფექტური დარტყმით სტუმართა კარი პაპუნა ფონიავამ აიღი და „სამგურალი“ ფინალში გაიყვანა 3:2.

სამგურალი“დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, არსებობის ისტორიაში კი – მესამედ. ფინალში წყალტუბოელთა მეტოქე დღესვე გაირკვევა – თასის მეორე 1/2 ფინალური შეხვედრა „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18 საათზე გაიმართება.