„სამგურალი“ კუხიანიძის სანაკრებო დებიუტს გამოეხმაურა - გვჯერა, რომ პროგრესს გააგრძელებს #1TVSPORT
„სამგურალი“ კუხიანიძის სანაკრებო დებიუტს გამოეხმაურა - გვჯერა, რომ პროგრესს გააგრძელებს #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში სერგო კუხიანიძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ჯვაროსნებში“  წყალტუბოს „სამგურალის“ ყოფილ ფეხბურთელებს აქამდეც უთამაშიათ, მაგრამ 21 წლის თავდამსხმელი პირველია, რომელიც „სამგურალიდან“ ნაკრებში გამოიძახეს. სერგო ენსხედეს სტადიონის მოედანზე ნიდერლანდებთან მატჩის 88-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად შევიდა.

წყალტუბოს „სამგურალი“ სერგო კუხიანიძის დებიუტს გამოეხმაურა და ახალგაზრდა თავდამსხმელს წარმატებები უსურვა.

„ისტორიული კადრი სერგო კუხიანიძისთვის – „სამგურალის“ ბომბარდირი ნიდერლანდების ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 88- წუთზე ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად შედის მოედანზე. მართალია, ნიდერლანდებთან თავის გამოსაჩენად საკმარისი დრო არ მისცემია, მაგრამ, მთავარია, ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა, რაც მისთვის დიდი მოტივაცია იქნება. სერგის ყველაფერი წინ აქვს, გვჯერა, რომ პროგრესს გააგრძელებს და ეროვნულ გუნდსაც დიდ სარგებელს მოუტანს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბომბარდირს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზზე“, – წერია წყალტუბოს „სამგურალის“ ვებგვერდზე.

დატოვე კომენტარი