სამეულიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა - „ლეხმა“ სახლში „ყარაბაღი“ დაამარცხა #1TVSPORT
სამეულიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა - „ლეხმა“ სახლში „ყარაბაღი“ დაამარცხა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები უკვე დაიწყო. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს პოზნანის „ლეხისა“ და აგდამის „ყარაბაღის“ მატჩი იწვევდა, რომელიც პოლონეთში გაიმართა.

ორივე გუნდში ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან, მაგრამ სამიდან მხოლოდ ერთმა ითამაშა. შეხვედრა პოლონეთის ჩემპიონმა „ლეხმა“ 1:0 მოიგო, ერთადერთი გოლი კი „ლეხის“ შვედმა ლეგიონერმა, მიკაელ ისხაკმა 41-ე წუთზე გაიტანა.

ქართველი ლეგიონერებიდან მოედანზე მხოლოდ „ლეხის“ ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა 79-ე წუთზე სწორედ გოლის ავტორი ისხაკი შეცვალა. პოლონელთა განაცხადში იყო გიორგი წიტაიშვილი, მაგრამ არ უთამაშია. ასევე მოხდა ლუკა გუგეშაშვილის შემთხვევაში, რომელიც „ყარაბაღის“ განაცხადში იყო და თამაშს სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა.

პოზნანის „ლეხისა“ და აგდამის „ყარაბაღის“ განმეორებითი შეხვედრა აზერბაიჯანში გაიმართება. 12 ივლისს მატჩს ბაქოს ტოფიგ ბახრამოვის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.