სამეგრელოს რეგიონში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს
სამეგრელოს რეგიონში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, ორი პირი – მამა-შვილი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 წლის გოგონას გაუპატიურება.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.